სიმონე ინძაგი
Aa
Aa

„სიტი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია“ - რა თქვა სიმონე ინძაგიმ ფინალის წინ

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი გუნდი „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება და ინძაგის თქმით, მისმა ბიჭებმა იციან, როგორი ფეხბურთი უნდა ითამაშონ.

„ვიცით, როგორი ფეხბურთის თამაში დაგვჭირდება. სიტი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ეს წაგებულ მატჩებშიც დაამტკიცეს. ვამაყობთ, რომ ფინალში ვასპარეზობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყოთ და შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის მიმდინარე სეზონში 57-ე იქნება. გრძელი გზა გამოვიარეთ, რომლის დროსაც დამსახურებული და დაუმსახურებელი წაგებები ვიწვნიეთ. რთული მომენტების წყალობით გავიზარდეთ. მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გარეშე დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდით, მაგრამ ბიჭებმა ძალები მოიკრიბეს და გიჟური თავდადების დამსახურებით, ფინალურ შეხვედრამდე მოვედით. ბოლომდე ბრძოლაზე ვართ კონცენტრირებული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს.

ინტერს ისტორიის დაწერის შანსი აქვს. რთულია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ. აქ ერთად მოვედით და ფინალშიც ერთ მუშტად შეკრული ვითამაშებთ. ვიცით, სიტი და ჰოლანდი რა ძლიერები არიან. ერლინგის შესაჩერებლად რაღაც გვაქვს მომზადებული, მაგრამ მთელი სიტის წინააღმდეგ უნდა დავიცვათ თავი. ქალაქელები დაცვაში კარგად თამაშობენ, ბრწყინვალედ უტევენ და სწორი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ“.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „სიტის“ მატჩი ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სირცხვილია, აიაქსს ჩემთვის უნდა მოესმინა“ - სვარტმა ხვიჩაზე ისაუბრა
„სირცხვილია, აიაქსს ჩემთვის უნდა მოესმინა“ - სვარტმა ხვიჩაზე ისაუბრა