ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„ქართველი გიგანტი“ - Cuore Grigiorosso-მ ლოჩოშვილის სეზონი შეაჯამა

იტალიურმა გამოცემამ, Cuore Grigiorosso-მ „კრემონეზეს“ 2022-23 წლების სეზონი შეაჯამა. სტატიის ავტორმა მცველების მიერ ნაჩვენებ ასპარეზობაზე ისაუბრა, მათი შეფასებები შემოგვთავაზა და ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი დადებითად დაახასიათა.

„ქართველი გიგანტის კრემონაში ტრანსფერს ხმაური საერთოდ არ გამოუწვევია, თუმცა ლუკას გულშემატკივრებისა და მთავარი მწვრთნელის გულების მოსაგებად დიდი ხანი არ დასჭირვებია. ძლიერი ფიზიკა და ბრძოლისუნარიანობა. ლოჩოშვილს ერთი-ერთზე მოგებული დუელებისა და შემტევების წინააღმდეგ ძალისმიერი თამაშის გამო აფასებენ.

ლუკამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა (პენალტი ლეჩესთან, სალერნიტანასთან გამართული გასვლითი მატჩი), მაგრამ ცენტრალურ მცველებს შორის, მასზე სტაბილური თამაში არავის უჩვენებია. ლოჩოშვილი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომელზეც სერია B-ში გავარდნილ კრემონეზეს ფსონის გაკეთება შეუძლია“, - წერს იტალიური გამოცემა.

ცნობისთვის, ლოჩოშვილმა სერია A-ს 2022-23 წლების სეზონში მონაწილეობა 25 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 11 - იბრამ საუკეთესოები დაასახელა, ვის გვერდითაც უთამაშია
ტოპ 11 - იბრამ საუკეთესოები დაასახელა, ვის გვერდითაც უთამაშია