როდრი
Aa
Aa

როდრი: თამაშის კუთხით წელს რაღაც შევცვალეთ, ადაპტაცია საჭირო იყო

როდრიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და „მანჩესტერ სიტის“ შანსებზე ისაუბრა. ისტორიული ტრიპლეტი, რომელთანაც „ქალაქელები“ ერთ ნაბიჯში არიან.

- გატაცებული ხარ ტრიპლეტის მოგების იდეით?

„ლამაზი იქნებოდა, ეს იქნებოდა ისტორიული მიღწევა. ინგლისში ამას მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედმა მიაღწია, ქალაქში ჩვენმა მთავარმა კონკურენტმა. ეს არ არის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება, ტრიპლეტი რაღაც სანახაობრივია.

ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენთვის რჩება ბოლო თასის მოგება, რომლისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდით. მატჩს ჩვენთვის საუკეთესო დროს ვხვდებით.

წელს თამაშის კუთხით რაღაც შევცვალეთ. გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურები მოვიდნენ, ადაპტაცია საჭირო იყო. დავიწყეთ ძალიან მტკიცედ მოქმედება როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში“.

- ფავორიტის სტატუსი გაწუხებთ?

„ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოგვიგია და ფინალში მეორედ გავედით. საბოლოო ჯამში, გამარჯვებული ის არის, ვინც თავის საქმეს უკეთ ასრულებს“.

- რა ისწავლე ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალში?

„ბევრი რამ. ასევე ვისწავლეთ ბევრი რამ ნახევარფინალებიდან, რომელიც წინა წელს დავთმეთ. იმედი მაქვს, ეს მატჩები ჩვენთვის კარგი მასწავლებელი იყო.

ახლა ჩვენ გვყავს ბევრად უფრო შეკრული და მომწიფებული მოთამაშეთა ჯგუფი, მატჩების დროს ქცევის თვალსაზრისით. ყოველთვის ვამბობ, რომ ფინალის მოსაგებად ჯერ ნახევარფინალში უნდა ითამაშო, მერე ფინალში. და ჩვენ ამას დიდი ხანია ვაკეთებთ“.

- ჰოლანდი როგორ მოგწონთ?

„დავიწყოთ იქიდან, რომ ის მხოლოდ 22 წლისაა, ეს ხშირად ავიწყდებათ. მისი საზრუნავი კი 22 წლის ბიჭის საზრუნავია. და ეს სუპერ ნორმალურია. ის ყოველთვის წესრიგშია, ფორმაშია - ეს არის მისი ბუნებრივი, გონებრივი და ფიზიკური თვისება. ეს მას საშუალებას აძლევს მოედანზე სიმშვიდე შეინარჩუნოს.

ის მოედანზე არის გამარჯვებული და საკმაოდ აგრესიული. ცოტა რონალდუსა და მესის მახსენებს. მასაც იგივე შიმშილი აქვს: „მე მინდა კიდევ ერთი გოლის გატანა, მეორე და მესამე…” მაგრამ მთავარია არა გოლები, არამედ ის, რომ ის სხვებს ასეთი დამოკიდებულებით აინფიცირებს. გუნდში ასეთი ფეხბურთელების ყოლა ძალიან კარგია“,

- განაცხადა როდრიმ.

შეგახსენებთ, რომ „სიტი“ „ინტერის“ ფინალური მატჩი 10 ივნისს, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალს ხვიჩა მოსწონს, მაგრამ 150 მილიონი ძვირია...“
„რეალს ხვიჩა მოსწონს, მაგრამ 150 მილიონი ძვირია...“