გოგა ბითაძე
Aa
Aa

„ჯერ კიდევ პროგრესირებს“ - ორლანდო მეჯიქის ინსაიდერი გოგაზე

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ ინსაიდერმა, ჯერემი ბრენერმა ქართველ კალათბურთელზე ისაუბრა. „მეჯიქს“ ბითაძის მომავლის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ბრენერის თქმით, თუ გოგა „მეჯიქში“ დარჩება, მომდევნო სეზონში გუნდზე გავლენას მოახდენს.

„მას შემდეგ, რაც თებერვალში, გოგამ ორლანდოსთან კონტრაქტი გააფორმა,  მონაწილეობა 17 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 5.8 ქულასა და 5.2 მოხსნას აგროვებდა. ბითაძემ როტაციაში მო ბამბას ადგილი დაიკავა, რომელიც ლოს ანჯელეს ლეიკერსში გაცვალეს, და სასარგებლო იყო. გოგა 23 წლისაა, ჯერ კიდევ პროგრესირებს და თუ გუნდში დარჩა, მომდევნო სეზონში გავლენის მოხდენა შეეძლება“, - განაცხადა ბრენერმა.

შეგახსენებთ, რომ გოგამ „ორლანდოს“ მაისურით 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პარკეტზე საშუალოდ 15 წუთს ატარებს. მისი სრული მონაგარი 5.8 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.2 შედეგიანი გადაცემა, 0.4 ჩაჭრა და 0.9 დაფარებაა.

გუშინ, გოგაზე ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, Forbes-მა დაწერა. მისი თქმით, ბითაძის საკითხი NBA-ის დრაფტისას განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. თუ „ორლანდომ“ ცენტრი ან მაღალი აიყვანა, გოგას წასვლის შანსები გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფიზიკურად ძლიერია, დაცვაში აგრესიულად თამაშობს“ - Ojogo ქარსეზე წერს
„ფიზიკურად ძლიერია, დაცვაში აგრესიულად თამაშობს“ - Ojogo ქარსეზე წერს