გიორგი ლორია, სოლომონ კვერკველია
Aa
Aa

დღე მესამე - ეროვნულ ნაკრებს ლორია და კვერკველია შეუერთდნენ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკვე სამი დღეა თბილისში საწვრთნელ შეკრებას გადის.

ვილი სანიოლის გუნდი კვლავ არასრული შემადგენლობით ემზადება. დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ვარჯიშში დღეს 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. უკვე გუნდთან ერთადაა გიორგი ლორია და საბა კვერკველია.

გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე ნაკრებს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ეს მარადიული ისტორიაა“ - სპალეტი ნაპოლის დაემშვიდობა
“ეს მარადიული ისტორიაა“ - სპალეტი ნაპოლის დაემშვიდობა