ტოტენჰემი, რეალი, ჰარი კეინი
Aa
Aa

ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება - კეინი რეალთან ერთ ნაბიჯშია

მადრიდის „რეალი“ ახალი თავდამსხმელის ძიებაშია. დღევანდელ დღემდე, აქტიურად იწერებოდა კაი ჰავერცის შესახებ, მაგრამ დღეს ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

გავლენიანი ჟურნალისტი ალფრედო პედულა, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ დღეს, დღის მეორე ნახევარში ჰარი კეინთან კომუნიკაცია აქტიურ ფაზაში შევიდა და ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამჟამად მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში მხოლოდ ორი შემტევი ირიცხება და აქედან ცენტრალური თავდამსხმელი არცერთ არ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ბლანკოსი“ ყველაფერს დაჩქარებული წესით აკეთებს.

მადრიდში მიაჩნიათ, რომ კეინი კარიმ ბენზემას იდეალურად ჩაანაცვლებს და გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი თავდამსხმელი „დეზებში“ 2004 წლიდან ირიცხება, თუმცა პირველი გუნდის რიგებში 2009 წელს გამოჩნდა. დღემდე კეინმა „ტოტენჰემის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 435-ჯერ მოირგო, 280 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები