ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

The Athletic: „რეალი ჯუდ ბელინგემის ტრანსფერზე დორტმუნდს შეუთანხმდა“

მადრიდის „რეალმა“ „დორტმუნდთან“ შეთანხმებას მიაღწია და ჯუდ ბელინგემი კარიერას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გააგრძელებს. ამ ინფორმაციას The Athletic-ის გავლენიანი ჟურნალისტი, დავიდ ორნშტაინი ავრცელებს და დეტალებსაც გვაუწყებს.

ორნშტაინის მიხედვით, „ბლანკოსი“ „შავ-ყვითლებს“ 100 მილიონ ევროს გადაუხდის. მხარეებს შორის შეთანხმების დასასრულებლად ფორმალური საკითხების მოგვარებაღაა დარჩენილი და 19 წლის ინგლისელი ნახევარმცველი უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ბელინგემის საკუთარ რიგებში ხილვით „მანჩესტერ სიტიც“ ინტერესდებოდა, მაგრამ „ქალაქელებს“ მადრიდელებმა აჯობეს. რამდენიმე დღის წინ, ბელინგემის ტრანსფერზე Marca-მაც დაწერა და განაცხადა, რომ ჯუდი „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ბელინგემი „დორტმუნდს“ 2020 წელს „ბირმინგემიდან“ 25 მილიონ ევროდ შეუერთდა. ბუნდესლიგის გასულ სეზონში, 19 წლის ნახევარმცველმა კლუბის მაისურით 42 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასიამოვნო სანახავი იყო, როცა დედამისს აკოცა“ - მარადონას ყოფილი სიყვარული ხვიჩაზე
„სასიამოვნო სანახავი იყო, როცა დედამისს აკოცა“ - მარადონას ყოფილი სიყვარული ხვიჩაზე