იუვენტუსი
Aa
Aa

ოფიციალურად - იუვენტუსმა სუპერლიგაზე უარი თქვა

სუპერ ლიგის შექმნის იდეა ლიკვიდაციას განიცდის. დღეს, „იუვენტუსმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა, საიდანაც გავიგეთ, რომ „ბიანკონერი“ ამ იდეას აღარ ემხრობა.

ცნობილი გახდა, რომ „იუვენტუსმა“ „რეალს“ და „ბარსელონას“ გაუგზავნა შეტყობინება, რომ ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტენ. „ბებერ ქალბატონს“ ორგანიზაციიდან გასვლა სურს და ამისთვის შეხვედრის ჩანიშვნა მოითხოვა.

ასევე, ტურინულმა გრანდმა სიცრუე უწოდა იმ ინფორმაცია, თითქოს უეფა მათ დასჯას აპირებდა. „ბებერ ქალბატონს“ ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან არანაირი პრობლემა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში ფლორენტინო პერესის და ანდრეა ანიელის მეთაურობით სუპერ ლიგის შექმნის იდეა დაიბადა. თავდაპირველად, ორგანიზაციაში „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „არსენალი“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“ გაწევრიანდნენ, თუმცა უეფა-ს პროტესტის და სანქციების დაკისრების მუქარის შედეგად, ორგანიზაციაში მხოლოდ „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ დარჩნენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალადობის ბრალდება - ანტონის ყოფილი შეყვარებული უჩივის
ძალადობის ბრალდება - ანტონის ყოფილი შეყვარებული უჩივის