კარიმ ბენზემა, ალ იტიჰადი
Aa
Aa

ბენზემა: “ალ იტიჰადი ჩემთვის ახალი გამოწვევაა“

სულ ცოტა ხნის წინ, კარიმ ბენზემას „ალ იტიჰადში“ გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. სპორტულ მედიაში, ფრანგი თავდამსხმელი პირველი კომენტარი გავრცელდა.

რა თქვა ბენზემამ?

„“ალ იტიჰადი“ ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ვფიქრობ, საუდის არაბეთს შესანიშნავი ლიგა აქვს და აქ ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. კრიშტიანუ რონალდუ უკვე აქ არის. ის ჩემი მეგობარია და აქ იმისთვის იმყოფება, რომ ყველას ანახოს საუდის არაბეთის ლიგის წინსვლა. ისევე როგორც ევროპაში, აქაც ტიტულების მოგებას ვაპირებ.“

შეგახსენებთ, რომ კარიმმა „ალ იტიჰადთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით წელიწადში 100 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში კრიშტიანუ რონალდუც თამაშობს და ნელ-ნელა აღნიშნული ქვეყანა ბევრი სხვა ვარსკვლავის გადაბირებასაც ცდილობს.

მაგალითად, აქტიურად მიმდინარეობს ლეო მესისა და „ალ ჰილალის“ კომუნიკაცია. ასევე, „ალ იტიჰადს“ ნგოლო კანტეს გადაბირებაც სურს, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმება არ ხერხდება.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    “მივდივარ წარუმატებლობის მწარე გემოთი“ - დი მარიამ იუვენტუსი დატოვა
    “მივდივარ წარუმატებლობის მწარე გემოთი“ - დი მარიამ იუვენტუსი დატოვა