ჩელსი, რეალი, მილანი, ბრაიმ დიასი
Aa
Aa

მილანმა შესაძლოა დიასი და მენიო დაკარგოს

მალდინის და მასარას გაშვების შემდეგ, შესაძლოა „მილანი“ ორმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვოს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ბრაჰიმ დიასს კონტრაქტის გაუხანგრძლივებს და გუნდში დააბრუნებს. ის როგორც ახალი ტრანსფერი ისე შეირაცხება და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

ამის პარალელურად,  La Republicca იუწყება, რომ მაიკ მენიო თავის მომავალზე დაფიქრდა. ფრანგ კარის დარაჯს „მილანთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისში უმთავრდება და მისი გადაბირებით „ჩელსი“ ინტერესდება.

წყაროს ცნობით, „არისტოკრატებმა“ მენიოს სანაცვლოდ „მილანს“ 60 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ „როსონერიმ“ დაბლოკა. იტალიურ კლუბს მაიკის კონტრაქტის გახანგრძლივება, სურს, თუმცა შესაძლოა ფრანგმა მეკარემ გუნდის ინტერესები არ გაიზიაროს.

აქედან გამომდინარე, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „მილანი“ ორმა ლიდერმა დატოვოს და გუნდი კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრანგული მედია: პსჟ-მ გალტიე გაათავისუფლა
ფრანგული მედია: პსჟ-მ გალტიე გაათავისუფლა