ჩელსი, რეალი
Aa
Aa

პირადი დეტალები შეთანხმებულია - ჰავერცი რეალს მიუახლოვდა

როგორც მოგეხსენებათ, ამ მომენტისთვის „რეალს“ ნომინალურად მხოლოდ ორი შემტევი ჰყავს. ვინისიუს ჯუნიორი და როდრიგო გოეში.

აქედან გამომდინარე, ფლორენტინო პერესი ტრანსფერებს გეგმავს. ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება კაი ჰავერცის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშრებით, ფაბრიციო რომანო უახლეს ინფორმაციას გვთავაზობს.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის თქმით, „სამეფო კლუბი“ გერმანელი შემტევის შეძენას დაჟინებით მოითხოვს. პირად დეტალები მოგვარებულია, რადგან თავად ფეხბურთელს „ბლანკოსში“ სურს თამაში.

„ჩელსი“ ჰავერცის გასაყიდად მზად არის. ეს ინფორმაცია ორი დღის წინ დადასტურდა. გასარკვევი ახლა სატრანსფერო ღირებულებაა. „არისტოკრატები“ 60 მილიონ ევროს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსი“ ჰავერცის ყიდვას 2020 წელს ფიქრობდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის დროს სიტუაცია გართულდა და ტრანსფერი არ შედგა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალადობის ბრალდება - ანტონის ყოფილი შეყვარებული უჩივის
ძალადობის ბრალდება - ანტონის ყოფილი შეყვარებული უჩივის