ოფიციალურად | ტოტენჰემს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
„ტოტენჰემს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „დეზების“ მიერ, რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, მთავარი მწვრთნელის პოსტი ენჯ პოსტეკოგლუმ დაიკავა და მან კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ენჯი გუნდში პოზიტიურ მენტალიტეტსა და სწრაფ და შემტევ საფეხბურთო ფილოსოფიას მოიტანს. მას ფეხბურთელთა განვითარების კარგი გამოცდილება აქვს და ესმის, აკადემია რამდენად მნიშვნელოვანია. მოხარულნი ვართ, ენჯი რომ შემოგვიერთდა და მომდევნო სეზონისთვის მომზადებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა „ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა, დანიელ ლევიმ.
We are delighted to announce the appointment of Ange Postecoglou as our new Head Coach on a four-year contract ????
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) June 6, 2023
ცნობისთვის, პოსტეკოგლუს კარიერა ავსტრალიაში დაიწყო, სადაც ის 17 და 20-წლამდე ნაკრებებს წვრთნიდა, შემდეგ კი „ბრისბენ როარში“ მუშაობდა. გასულ სეზონში, ის შოტლანდიაში მოღვაწეობდა და „სელტიკს“ ტრებლი მოაგებინა. პოსტეკოგლუ მუშაობას 1-ელი ივლისიდან შეუდგება.