გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ძალიან საიმედო იყო“ - El Desmarque-მა მამარდაშვილის სეზონი შეაფასა

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, El Desmarque-მა „ვალენსიას“ 2022-23 წლების სეზონი შეაჯამა. El Desmarque-მა „ღამურების“ თითოეული ფეხბურთელის შეფასება შემოგვთავაზა და „ჩეს“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა 8 ქულა დაიმსახურა.

„მამარდაშვილს წარუმატებელი მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ მაინც ძალიან საიმედო იყო. ჟირონასთან სტუმრად გამართულ მატჩში, მან ვალენსიას გამარჯვება მოუტანა, რეალთან ნაჩვენები თამაშით კი სატრანსფერო ბაზარზე წამყვანი პოზიცია დაისაკუთრა. ვალენსიას მისთვის მხოლოდ მადლობის თქმა შეუძლია“, - წერს ესპანური გამოცემა.

საინტერესოა, რომ მამარდაშვილზე მაღალი შეფასება მხოლო ხავიერ გერამ მიიღო, რომელიც 20 წლის პერსპექტიული ფეხბურთელია. El Desmarque-ის მიხედვით, მან ძალიან მცირე დროში, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და მარგალიტია, რომელიც კლუბმა უნდა შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ 2022-23 წლების ლა ლიგის სეზონში „ვალენსიაში“ ყველა მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა, არაერთი რთული ბურთი მოიგერია, ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა და გუნდის ელიტაში დარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანა.  

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი | მამარდამ Plaza Deportiva-ს ჯილდო მიიღო
    სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი | მამარდამ Plaza Deportiva-ს ჯილდო მიიღო