დილა, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა - ტორპედომ დილას წაუგებელი სერია შეწყვიტა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ლიგის დასკვნით ტურში, ქუთაისის „ტორპედომ“ სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.

სტივ კინმა ქუთაისურ კლუბში დანიშვნის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატში მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და ზედიზედ სამმატჩიანი წარუმატებლობის შემდეგ ამჯერად გამარჯვება მოიპოვა. ამასთან, შოტლანდიელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა გორელების 10-მატჩიანი წაუგებელი სერიაც დაასრულა.

ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გიორგი კუხიანიძემ გაიტანა.

20 ტურის შემდეგ, „ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება, გორის „დილა“ კი 34 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანდრიას ოცნება ავუხდინეთ - ნეაპოლის სიგიჟე და მარადონას მუზეუმი
ანდრიას ოცნება ავუხდინეთ - ნეაპოლის სიგიჟე და მარადონას მუზეუმი