ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი: „იმედია მესი ბარსელონაში დაბრუნდება, მასთან თამაში მარტივია“

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ლიონელ მესიზე ისაუბრა. პოლონელმა თავდამსხმელმა იმედი გამოთქვა, რომ „ლა პულგა“ „სპოტიფაი კამპ ნოუზე“ დაბრუნდება და მის მხარდამხარ იასპარეზებს.

„უნდა მოვიცადოთ და გავიგებთ, შეძლებს თუ არა ლეო ბარსელონაში დაბრუნებას. იმედია, ასე მოხდება და შეიძლება, რამდენიმე დღის შემდეგ, ამ თემაზე უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს. ვიცი, რომ მასთან თამაში მარტივია, რადგან როგორც თამაშისას, ისე ვარჯიშებზე შეუძლია, ნებისმიერი პოზიცია დაიკავოს“.

შეგახსენებთ, რომ არის შანსი, „ლა პულგას“ დაბრუნება ორშაბათს გამოცხადდეს. ესპანელი ჟურნალისტის ჟერარ რომეროს ცნობით, ლა ლიგამ „ბარსელონას“ აცნობა, რომ მათ ფინანსურ გეგმას მწვანე შუქი აუნთეს, რაც კატალონიელებს არგენტინელის დასაბრუნებლად სრულ შესაძლებლობას აძლევს.

წყაროს თანახმად, ლა ლიგის ოფიციალურმა პირებმა შეისწავლეს „ბარსელონას“ ეკონომიკური გეგმა და მის დამტკიცებას ორშაბათისთვის ჩანიშნულ შეხვედრაზე გეგმავენ. ლა ლიგის ოფიციალური პირები ლიონელ მესის მამას და აგენტს ხორხე მესის დაუკავშირდნენ და მოცდა 5 ივნისამდე ითხოვეს. მან უპასუხა, რომ ლეოს სურდა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი რაც შეიძლება მალე დაედო, მაგრამ ყველაფერი ასი პროცენტით კანონიერად უნდა გაკეთდეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლებელია რეალობა იყოს“ - ნიგერიელი ქომაგები კვარას აღიარებას გამოეხმაურნენ
„შეუძლებელია რეალობა იყოს“ - ნიგერიელი ქომაგები კვარას აღიარებას გამოეხმაურნენ