შევალიეს მოსვლის მიუხედავად, დონარუმა შესაძლოა პსჟ-ში დარჩეს
ჯანლუიჯი დონარუმა შესაძლოა ამ ზაფხულს „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩეს.
იტალიელი მეკარე და ფრანგული კლუბის ჯერჯერობით არ შეთანხმებულან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც 2026 წლამდეა გათვლილი.
როგორც ცნობილი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო წერს, ფეხბურთელი და მისი გარემოცვა არ გამორიცხავენ, რომ ის შესაძლოა კლუბი დარჩეს. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ პსჟ-მ ახალი მეკარე, ლუკას შევალიე დაიმატა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯიჯი კლუბის დატოვებას აპირებს და 26 წლის მეკარის საკუთარ რიგებში ხილვით „გალათასარაი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“ და რამდენიმე საუდის არაბული კლუბია დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ დონარუმა პსჟ-ს ღირსებას 2021 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.