გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ძირითადში ადგილს ჰპირდებიან | პრემიერ ლიგის კლუბები მამარდას აკვირდებიან

ესპანურ პრესაში, „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. El Desmarque-ის ცნობით, „მამარდას“ საკუთარ რიგებში ხილვით პრემიერ ლიგის ორი კლუბი სერიოზულადაა დაინტერესებული და ძირითადში ადგილს ორივე ჰპირდება.

El Desmarque-ი „ასტონ ვილაზე“ და „ტოტენჰემზე“ საუბრობს. ბირმინგელები ემილიანო მარტინესის გაყიდვას აპირებენ და მის შემცვლელს ეძებენ, ხოლო „დეზების“ გოლკიპერი, უგო ლორისი ზაფხულში კლუბს დატოვებს და „ტოტენჰემს“ მისი გრძელვადიანი შემცვლელის პოვნა უნდა. როგორც ირკვევა, „რეალთან“ გამართულმა მატჩმა და მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშმა მათზე შთაბეჭდილება მოახდინა.

ესპანური გამოცემა გიორგის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასაც გამოეხმაურა. El Desmarque-მა დაწერა, რომ მსურველი კლუბები „მამარდას“ თამაშის დაკვირვებას კვიპროსთან და შოტლანდიასთან გასამართი მატჩებისას განაგრძობენ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს მონაწილეობა ყველა შეხვედრაში აქვს მიღებული. ქართველმა მეკარემ კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა და 44 გოლი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა