ნიკოლა იოკიჩი
Aa
Aa

იოკიჩის 5 ისტორიული მაჩვენებელი სადებიუტო სუპერფინალურ შეხვედრაში

„დენვერმა“ „მაიამის“ სუპერფინალების პირველი შეხვედრა შინ 104:93 მოუგო და 1:0 დაწინაურდა.

28 წლის ნიკოლა იოკიჩს NBA-ს სუპერფინალებში დებიუტი ჰქონდა. სერბმა მიმდინარე სეზონის ტრადიცია არ დაარღვია და ამჯერადაც სამმაგი დუბლი გაიფორმა, რის შემდეგაც რამდენიმე ისტორიული მაჩვენებელი დააფიქსირა:

იოკიჩმა თავის სადებიუტო სუპერფინალურ შეხვედრაში 14 გადაცემის შესრულება შეძლო, რაც NBA-ს ისტორიაში ცენტრებს შორის რეკორდული მაჩვენებელია. წინა რეკორდი ბილ რასელს ეკუთვნოდა - 13 პასი 1969 წელს.

იოკიჩი ისტორიაში ჯეისონ კიდის შემდეგ, მეორე მოთამაშეა, რომელმაც თავის სადებიუტო სუპერფინალურ შეხვედრაში სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო.

იოკიჩი ისტორიაში მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო სუპერფინალურ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო და ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა შეასრულა. და ვინ იყო ისტორიაში პირველი და აქამდე ერთადერთი ვინც ეს შეძლო? მაიკლ ჯორდანი!

ლებრონ ჯეიმსის შემდეგ პირველი მოთამაშეა, რომელსაც პირველ ნახევარში 10+ გადაცემა ჰქონდა.

იოკიჩს მიმდინარე სეზონში 9 საპლეიოფო შეხვედრაში უკვე 7 სამმაგი დუბლი აქვს შესრულებული.

შეგახსენებთ, რომ სერიის მეორე შეხვედრა 5 ივნისს ასევე დენვერში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნიკალური უნარებით გამოირჩევა, არ უნდა გაუშვან“ - რას წერენ ამერიკაში მამუზე
„უნიკალური უნარებით გამოირჩევა, არ უნდა გაუშვან“ - რას წერენ ამერიკაში მამუზე