გიორგი გველესიანი
Aa
Aa

სრული ტრიუმფი - გველესიანის პერსეპოლისმა ირანის თასიც მოიგო

გიორგი გველესიანის „პერსეპოლისმა“ ირანის თასის (ჰაზფის თასი) ფინალში თანაქალაქელი „ესტეღლალი“ 2:1 დაამარცხა და სეზონში მეორე ტიტული მოიგო.

გველესიანმა შეხვედრა ტრადიციულად სასტარტოდან დაიწყო და თავისი გუნდის გამარჯვებაში წვლილი ამჯერადაც შეიტანა.

ამ მატჩამდე „ესტეღლალს“ ტიტული ისტორიაში ყველაზე მეტჯერ 7-ჯერ ჰქონდა მოგებული, „პერსეპოლისს“ კი 6-ჯერ. მთავარი კონკურენტების დაპირისპირებას ეს ფაქტორი კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს სძენდა.

ასევე საინტერესოა, რომ გუნდებს შორის ამ მატჩამდე ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობა იყო - 26 მოგება, 26 მარცხი, 48 ფრე.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „პერსეპოლისი“ 30-ე წუთზე დაწინაურდა. „ესტეღლალმა“ კი ანგარიში 101-ე წუთზე გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

110-ე წუთზე „პერესპოლისმა“ შეხვედრაში არსებული უპირატესობა ტაბლოზეც ასახა. სტანდარტულისას ჩაწოდების შემდეგ ბურთზე თამაში გველესიანმა სცადა, რის შემდეგაც მეტოქის ფეხბურთელები დააბნია, მეკარემ რეაგირება ვერ მოასწრო და გოლი გავიდა.

ამრიგად, გველესიანმა სეზონი ჩემპიონის და თასის მფლობელის რანგში დაასრულა. ასევე, ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონატში საუკეთესო მცველადაც დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია ა-ს წლის საუკეთესო თავდამსხმელი - ხვიჩა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა
სერია ა-ს წლის საუკეთესო თავდამსხმელი - ხვიჩა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა