კადეტ ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

ჩემპიონები პრაღაში ეშვებიან - EJU-ს სტატია კადეტ ძიუდოისტებზე

რამდენიმე დღეში, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იუნორ ძიუდოისტთა შორის ევროპის თასის გათამაშება დაიწყება, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპული ძიუდოს კავშირმა (EJU) ფავორიტები მიმოიხილა და მათ შორის ქართველი ძიუდოისტებიც გამოარჩია.

რას წერს EJU:

კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შერეულ ასპარეზობაში პოდიუმზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. მედლებისა და თასის გადაცემისას, მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა თასი 19 წლის ეთერ ასკილაშვილს გადასცა, რომელიც იმ დროს თავისი გუნდის ერთ-ერთი გმირი იყო. იმის მიუხედავად, რომ მისი კარიერა დიდი მიღწევებით არ დაიკვეხნის, მან დაამტკიცა, რომ გუნდური მოთამაშეა და ნებისმიერ ზეწოლასთან შეუძლია გამკლავება. ასკილაშვილმა წარმატებას -70 კგ. წონით კატეგორიაში მიაღწია, რისი რეალური წონა კი -63 კილოგრამია.

ასკილაშვილი არ არის ერთადერთი ქართველი, რომელიც პრაღაში ბრწყინვალე შედეგით ჩადის. ვაჟთა გუნდში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონები, საბა სამადიშვილი (-73 კგ.) და დავით ქარელი (-66 კგ.) არიან. სხვათა შორის, ეს იყო ბოლო ტურნირი, რომელშიც ისინი საერთაშორისო ასპარეზზე წარდგნენ. ასევე, გუნდში იქნება დავით ლომიტაშვილი (-60 კგ.), რომელიც კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის პრიზიორია, თუმცა მან ეს -55 კგ. წონით კატეგორიაში შეძლო. სპორტის ამ სახეობაში, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ეს თბილისის გრანდ სლემზე კოტე კაპანაძემ დაამტკიცა, როდესაც აწ უკვე ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, დოჰაში კი შერეულ გუნდურ კატეგორიაში იაპონელ ჰაშიმოტო სიოჩისთან ოქროს დროში, მომგებიანი ქულა აიღო. თუ 20 წლის ძიუდოისტი მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებს ასეთ წინააღმდეგობას უწევს, მაშინ პრაღაში მასზე დიდი მოლოდინები იქნება.

შეგახსენებთ, რომ პრაღაში ევროპის თასი 2-დან 4 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრანდიოზული დახვედრა აეროპორტში - ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ
გრანდიოზული დახვედრა აეროპორტში - ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ