სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„უნიკალური უნარებით გამოირჩევა, არ უნდა გაუშვან“ - რას წერენ ამერიკაში მამუზე

ამერიკული გამოცემა, Spurstalk-ი სტატიას აქვეყნებს და NBA-ის დრაფტის ლატარიის შემდეგ, რომელმაც სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსს“ პირველი ნომერი და ვიქტორ ვემბანიამას არჩევის პერსპექტივა მოუტანა, ტექსასელთა შემადგენლობას აფასებს. Spurstalk-ი ქართველ კალათბურთელზეც წერს და აცხადებს, რომ „სპურსმა“ ის არ უნდა გაუშვას.

„სან ანტონიოს მიერ 22 მოგებით დასრულებული რეგულარული სეზონის ფინიშის ხაზზ, სანდრო მამუკელაშვილის თამაში ერთ-ერთი ნათელი წერტილი გახლდათ. 206 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელი უნიკალური უნარებით გამოირჩევა. მას სროლა, ბურთის მოხსნა და პასების გაკეთება შეუძლია და გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს. საოცარი ათლეტი არაა, მაგრამ ფეხებით ცუდად ნამდვილად არ გადაადგილდება.

ვემბანიამასა და მამუკელაშვილის დუეტი საინტერესო სანახავი იქნებოდა. არსებობს შანსი, რომ მამუ ახალგაზრდა ფრანგის მთავარი დამხმარე გახდეს და ამ მიზეზიდან გამომდინარე, სანდრო, რომელიც შეზღუდული თავისუფალი აგენტია, სპურსმა აუცილებლად უნდა დაიტოვოს“, - წერს Spurstalk-ი.

ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „სან ანტონიოს“ მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა და პარკეტზე საშუალოდ 22:50 წუთს ატარებდა. მისი მონაგარი 10.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა, 0.6 ჩაჭრა და 0.3 დაფარებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე და ნაპოლი | დე ლაურენტისის შეთავაზება და ესპანელის პოზიცია
ლუის ენრიკე და ნაპოლი | დე ლაურენტისის შეთავაზება და ესპანელის პოზიცია