აურელიო დე ლაურენტისი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ლუის ენრიკე? მას პრემიერ ლიგაში მუშაობა სურს“ - დე ლაურენტისი ბოლოდროინდელ ჭორებზე

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა TGR-სთან ინტერვიუს დროს კლუბში მიმდინარე პროცესებსა და სპალეტის შესაძლო შემცვლელის შესახებ ისაუბრა.

დე ლაურენტისმა თავდაპირველად იმ ტაქტიკურ მონახაზზე ისაუბრა, რომლითაც სურს, რომ ახალმა მწვრთნელმა იხელმძღვანელოს.

აურელიო დე ლაურენტისი:

4-3-3 ფორმაციით ვთამაშობთ და ამის გასაგრძელებლად არაჩვეულებრივი მოთამაშეები გვყავს, სამომავლოდაც ამის შენარჩუნება გვინდა. ახლა, მოლაპარაკებათა მაგიდაზე დაახლოებით 10 მწვრთნელის გვარი გვიდევს, ისინი კი ამ ტაქტიკის მიმდევრები არიან. ბუნებრივია, გულმოდგინედ ვამოწმებთ, თუ რომელი იქნება შესაფერისი კანდიდატი ამ ციკლის გასაგრძელებლად, რომლითაც უკვე თითქმის 14 წელია ვთამაშობთ. ამ პროცესში ყველა ნეაპოლელის თანადგომა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ალბათ, იქნება რთული მომენტები, რომლებმაც არ უნდა შეგვაშინოს, მაგრამ მჯერა, რომ გაუმჯობესება შეგვიძლია. მართალია, ფეხბურთის თამაში არ ვიცი, მაგრამ მენეჯმენტში გარკვეული ცოდნა მაქვს და ვიცი, როგორ ვიყო მეწარმე. თუნდაც, დიდი სენტიმენტალისტი ვიყო, ამ სენტიმენტალიზმმა არ უნდა გამიტაცოს და რაციონალურად უნდა ვიმოქმედო. შეიძლება რაიმე შეცდომა დავუშვა, მაგრამ წარსულშიც შევმცდარვარ, თუმცა ვნახეთ, საბოლოოდ რას მივაღწიეთ. იმედი მაქვს, საჭირო ნიშნულს ამჯერადაც მივაღწევთ.

ჩემთვის, მნიშვნელოვანი არ არის წარსულთან შეჯიბრი. ყოველთვის მომავლისკენ ვიყურები, თუმცა წარსული შედეგები, უკეთესი წარმატების სტიმულს გვაძლევს. ვფიქრობ, რომ ზაფხულში გუნდი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. თუმცა, ჩემპიონატში ეს პროცესი მარტო ჩვენთვის არ იქნება, შევხედავ, რას გააკეთებენ სხვა გუნდებიც და როგორ გაძლიერდებიან. ჩვენ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ იღბალი გვქონდეს, განსაკუთრებით კი ევროპაში. ყველაფერი კენჭისყრაზე იქნება დამოკიდებული. ეს ევროპული დემონსტრაციები უნდა შეიცვალოს, მაგრამ სამწუხაროდ, მათზე გავლენის მოხდენა არ შემიძლია. მოგვიწევს, უეფას რეგულაციებს დავემორჩილოთ, თუმცა როგორც ყოველთვის, სპორტული თვალსაზრისით ვიბრძოლებთ. ასეთ დროს, გულშემატკივრების თანადგომაც დაგვჭირდება. ისინი ჩვენთან მაქსიმალურად ახლოს უნდა იყვნენ და გააცნობიერონ, რომ „ნაპოლი“ მათ გარეშე ვერ იფუნქციონირებს. იმედგაცრუებულები არ უნდა იყვნენ, თუ რამე არასწორად მოხდება, რადგან შეცდომებს ყოველთვის გამოვასწორებთ. ერთიანები უნდა ვიყოთ და მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ წარმატებას.

რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელმაც „ბარსელონაში“ შესანიშნავად იმუშავა. მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი მიზანი პრემიერ ლიგაში წასვლაა. მან ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ ბევრ სხვა ლიგის გუნდს ვეჯიბრებით, რომლებიც ინგლისის მსგავსად, ბევრად უფრო მიმზიდველები არიან, ვიდრე ჩვენ. შესაძლოა, ინგლისში ისე არ მიირთმევენ საჭმელს, როგორც ნეაპოლში და დილით, ფანჯრის გაღებისას ნისლს ხედავენ და არა ყურეს, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით, პრემიერ ლიგა გაცილებით მიმზიდველია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მოქმედი მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი „პარტენოპეის“ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. 64 წლის შემცვლელად რამდენიმე ვარიანტი მოიაზრება, მათ შორის არიან ლუის ენრიკე, ტიაგო მოტა, ვინჩენცო იტალიანო, იულიან ნაგელსმანი, ანტონიო კონტე და სხვები.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ხვიჩა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა
    სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ხვიჩა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა