„დავიღალე, დასვენება მჭირდება“ - სპალეტი წასვლის მიზეზებზე
Aa
Aa

„დავიღალე, დასვენება მჭირდება“ - სპალეტი წასვლის მიზეზებზე

უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი თანამდებობას დატოვებს. „პარტენოპეის“ ჯერ კიდევ მოქმედმა დამრიგებელმა გუშინ იტალიურ მედიასთან „ნაპოლიდან“ წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა სპალეტიმ:

კლუბში გაწეული სამუშაო? ალბათ დადებითად ფასდება, რადგან გულშემატკივრები ამას ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე გვაგრძნობინებენ. „ნაპოლის“ ახალმა ენთუზიაზმის გამო ახლა სტადიონი ყველა თამაშის დროს ივსება, ქალაქი კი ფეხბურთით ტკბება. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ამ ემოციებს კლუბის ყველა გულშემატკივარი განიცდის. ამის მიზეზი კი სამი ფუნდამენტური ელემენტია: ძლიერი ფეხბურთელების ყოლა, კლუბი, რომელიც ამ მოთამაშეების გამოყენების შესაძლებლობას გაძლევს, ეს კი ჯუნტოლის დამსახურებაა, რომელიც ამ ფეხბურთელების მოყვანის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია და ქალაქი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. როდესაც მარადონაზე ვთამაშობთ, ისინი დიდ მოტივაციას გვაძლევენ.

რატომ მივდივარ? ზოგჯერ, ერთმანეთს დიდი სიყვარულის დროსაც ვემშვიდობებით. როდესაც შენს წინ არის ისეთი ქალაქი, როგორიც ნეაპოლია, საკუთარ თავს ეკითხები, შეგიძლია თუ არა იმის გაცემა, რასაც ეს ქალაქი იმსახურებს, ეს კი ჩვეულებრივი რამ არ არის. ნეაპოლში ისეთი სერიოზული მწვრთნელები მუშაობდნენ, როგორებიც არიან ანჩელოტი, სარი, გატუზო და ბენიტესი. გარკვეული დროის შემდეგ გუნდი მათაც დატოვეს. ვხვდები, რომ მომავალ წელს კლუბს და ქალაქს იმას ვერ მივცემ, რასაც იმსახურებენ, ამის გარანტიას ვერ ვიძლევი. ამის გარდა, ოჯახთან უფრო დიდი დროის გატარება მინდა. ჩემს უმცროს ქალიშვილთან, მატილდასთან უნდა ვიყო, მასთან ძალიან ცოტა დროს ვატარებ და მის აღზრდაში მინდა მონაწილეობის მიღება. ამასთან, დავიღალე და დასვენება მჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად 2021 წლის ზაფხულში დაინიშნა და 2023 წელს მან 33 წლიანი ლოდინის შემდეგ, გუნდს ისტორიაში მესამე სკუდეტო მოაგებინა. ამის გარდა, მისი ხელმძღვანელობით, „პარტენოპეი“ მიმდინარე სეზონში, ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ორმატჩიან დუელში „მილანთან“ 2:1 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - ლუის ენრიკე ნაპოლის უახლოვდება?
მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - ლუის ენრიკე ნაპოლის უახლოვდება?