აურელიო დე ლაურენტისი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე და ნაპოლი | დე ლაურენტისის შეთავაზება და ესპანელის პოზიცია

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. „პარტენოპეის“ პირველი პირი ჩქარობს და მისი მთავარი სამიზნე ლუის ენრიკეა. იწერებოდა, რომ ესპანელი სპეციალისტი თანხმობის თქმასთან ახლოს იყო, მაგრამ ვითარება შეიცვალა.

ცნობილი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ინფორმაციით, დე ლაურენტისმა ენრიკეს წინადადებით მიმართა და ხელფასის სახით, სეზონში, 8 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც შესაძლოა, 2 მილიონის ოდენობის ბონუსები დაემატოს. 53 წლის ესპანელს ფინანსური მხარე დიდად არ აინტერესებს, თორემ „ჩელსის“ ჩაიბარებდა და მისთვის მთავარი საფეხბურთო პროექტია.

Footmercato-ს ცნობით, ის ფაქტი, რომ შესაძლოა, „ნაპოლიმ“ ზაფხულში რამდენიმე ლიდერი გაუშვას, ესპანელ სპეციალისტს ეჭვებს უჩენს. დე ლაურენტისმა ენრიკეს პირობა მისცა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს შეინარჩუნებს, მაგრამ ეს საკმარისი არაა და ენრიკე კიმ მინ ჯეს გაშვების შემთხვევაში, მის შემცვლელად პაუ ტორესის მიყვანას ითხოვს. „ნაპოლის“ იმედი აქვს, რომ გარიგებას კვირის ბოლოს დახურავს, მაგრამ სერიოზული კონკურენტები ჰყავს. Corriere dello Sport-ის ცნობით, ენრიკეს დანიშვნაზე „პარი სენ-ჟერმენი“ დაფიქრდა და მის კანდიდატურას ბრაზილიის ნაკრების თავკაცის პოსტზეც განიხილავენ.

იტალიური გამოცემების მიხედვით, ენრიკეს დანიშვნის ალბათობა შემცირდა, მაგრამ „ნაპოლის“ ხელმძღვანელები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა მისი თანხმობა მიიღონ.  

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის საუკეთესო ტრანსფერები - ხვიჩა სიის სათავეშია!
სეზონის საუკეთესო ტრანსფერები - ხვიჩა სიის სათავეშია!