აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა | სპალეტი ნაპოლის ტოვებს

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი პოსტს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. დე ლაურენტისი სატელევიზიო არხის, Rai 3-ის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ სპალეტის გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

„სპალეტი მიდის თუ რჩება? ის თავისუფალი ადამიანია. როცა პიროვნება მოდის და გეუბნება, რომ ყველაფერი გააკეთა, მისი ცხოვრების ეს ციკლი დასრულდა და შემოქმედებითი შვებულების აღება უნდა, რა უნდა გააკეთო? უარი უნდა უთხრა? მას თხოვნა დავუკმაყოფილე და მადლობა ვუთხარი იმისთვის, რაც გუნდისთვის გააკეთა“, - განაცხადა „ნაპოლის“ პირველმა პირმა.

დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზეც ჰკითხეს. სანამ „პარტენოპეის“ პრეზიდენტი ჟურნალისტებთან საუბარს დაიწყებდა, მანამდე ვიდეო გაუშვეს, რომელიც „კვარამ“ და ჯოვანი დი ლორენცომ დე ლაურენტისს მიუძღვნეს. „კვარაცხელია? მას კვარას ვუწოდებ და ყველაფერს მალე მოვაგვარებთ. მას და დი ლორენცოს ვიდეოს გამო მადლობას ვუხდი, ისინი საოცარი ფეხბურთელები არიან“, - აღნიშნა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და იტალიური პრესის ცნობით, ყველაზე კარგი შანსი ლუის ენრიკეს, ანტონიო კონტესა და იულიან ნაგელსმანს აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი | მიქაუტაძის აღიარება საფრანგეთში
ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი | მიქაუტაძის აღიარება საფრანგეთში