მაურისიო პოჩეტინო
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: პოჩეიტნომ ჩელსისთან კონტრაქტი გააფორმა

მაურისიო პოჩეტინოს „ჩელსისთან“ შეთანხმების შესახებ აქამდეც იყო ცნობილი, ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელმა სპეციალისტმა ლონდონელბთან უკვე ხელშეკრულებაც გააფორმა.

ფაბრიციო რომანო წერს, რომ პოჩეტინომ „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

არგენტინელი „არისტოკრათა“ გაწვრთნას მომდევნო კვირიდან დაიწყებს.

პოჩეტინოს ბოლო კლუბი პსჟ იყო, საიდანაც 2022 წელს დაითხოვეს. იქამდე კი ხუთი სეზონით „ტოტენჰემს“ ხელმძღვანელობდა.

„ჩელსიმ“ 2022/23 წლის სეზონი ჩააგდო. ლონდონელები 35 მატჩის შემდეგ 43 ქულით მე-11 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გალაქტიკური შეთავაზება ინგლისიდან“ - მამარდა ჩემპიონთა ლიგაზე?
„გალაქტიკური შეთავაზება ინგლისიდან“ - მამარდა ჩემპიონთა ლიგაზე?