გიორგი გველესიანი
Aa
Aa

გველესიანის მე-10 გოლი სეზონში - პერსეპოლისი ირანის თასის ფინალშია

ირანის უმაღლესი დივიზიონის „პერსეპოლისის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი გველესიანმა მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა.

„პერსეპოლისმა“ ირანის თასის ნახევარფინალში „ჰავადარი“ 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. გველესიანმა მატჩი ტრადიციულად სასტარტოდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

შეხვედრის სტარტზე მე-4 წუთზე პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად გველესიანმა აქცია. ეს მისთვის თასზე გატანილი მე-4 გოლი იყო. ჩემპიონატში კი მის ანგარიშზე 6 ბურთია.

მე-9 წუთზე „პერსეპოლისმა“ მეორეც გაიტანა. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და საბოლოოდ, ფინალში გველესიანის გუნდი ითამაშებს, რომლის მეტოქეც „ესტეღლალი“ იქნება.

32 წლის გველესიანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და როგორც უკვე აღვნიშნეთ 10 გოლის გატან მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ გველესიანი მიმდინარე სეზონში სპარსეთის ყურის პრო ლიგაში 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა. „პერსეპოლისთან“ ერთად ქართველი უკანახაზელი ირანის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება