ჯასტინ კლუივერტი
Aa
Aa

ჯასტინ კლუივერტის სახლი გაძარცვეს | მის პარტნიორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ვალენსიას" ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელის, ჯასტინ კლუივერტის სახლი გაძარცვეს, მის პარტნიორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ესპანური Plaza Deportiva-ს მიხედვით, ძარცვა გუშინ მოხდა, როცა ნიდერლანდელი ფეხბურთელი კლუბთან ერთად იმყოფებოდა.

კლუივერტის სახლში სამი მძარცველი შეიჭრა. მათ ინგლისური აქცენტი ჰქონდათ და ფეხბურთელის პარტნიორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რათა მას ეთქვა, ძვირფასეულობას სად ინახავდა. ვალენსიელი სამართალდამცველების მიხედვით, ძარცვა დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა და 200 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. 

Marca-ს ინფორმაციით, კლუივერტის პარტნიორი თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ მცირე დაზიანებები მიიღო. ესპანური პრესის ცნობით, ნიდერლანდელმა შემტევმა მომხდარი ძალიან განიცადა, თუმცა კლუბთან ერთად რჩება და „მალიორკასთან“ მატჩისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ 40 ქულა აქვს და გასავარდნ ზონამდე 2 ქულა აშორებს. „ღამურები“ „მალიორკას“ სტუმრად დაუპირისპირდებიან, მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით და მატჩი დღეს, თბილისის დროით, 21:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე ძლიერი მეტოქე სერია A-ში? კვარა!“ - ამბობს ბოლონიას ფეხბურთელი
„ყველაზე ძლიერი მეტოქე სერია A-ში? კვარა!“ - ამბობს ბოლონიას ფეხბურთელი