იბერია 1999, წყალტუბოს სამგურალი
Aa
Aa

უხვგოლიანი მატჩი - საბურთალომ სამგურალი გაანადგურა

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-16 ტურში „საბურთალომ“ სუპერ ფორმაში მყოფ „სამგურალს“ უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა.

მასპინძლებმა წყალტუბოელების დარბევა 25-ე წუთზე დაიწყეს. ანგარიში ნონიკაშვილმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ 2 წუთით ადრე მასპინძელთა მხრიდან პენალტი სილამ ვერ გამოიყენა. პირველი ტაიმი მეტ ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. სხვაობა ორამდე 57-ე წუთზე სილამ გაზარდა. თბილისური კლუბი აქტიურობას აგრძელებდა და 71-ე წუთზე ჯინჯოლავამ უპირატესობა 3-ბურთიანი გახადა.

თბილისელები ამაზე არ გაჩერდნენ და 84-ე წუთზე სილაგაძემ 4:0 დააფიქსირა. ამის შემდეგ, სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს. თავი ჩიხრაძემ გამოიჩინა. საბოლოო წერტილი კი 90-ე წუთზე ციცქიშვილმა დასვა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ „საბურთალოს“ და „სამგურალს“ თანაბარი ქულები დაუგროვდათ. მეორე ადგილზე მასპინძელთა გუნდი მოგვევლინა, ხოლო წყალტუბოელები მესამე პოზიციაზე დაქვეითდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიგა 2-ის ოფიციალური გამოცემა - მიქაუტაძე და ზურიკო ტურის სიმბოლურში
ლიგა 2-ის ოფიციალური გამოცემა - მიქაუტაძე და ზურიკო ტურის სიმბოლურში