ბარსელონა
Aa
Aa

ოფიციალურად - ალბა ბარსელონადან მიდის

„ბარსელონას“ ლეგენდებისთვის მიმდინარე სეზონი ბოლოა. ჟერარდ პიკემ კარიერა დაასრულა. ბუსკეტსმა გამოაცხადა, რომ წავა. დღეს კი მსგავსი განცხადება ჟორდი ალბამაც გაავრცელა. ვეტერანი ესპანელი, 30 ივნისს „ბლაუგრანას“ დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ჟორდი კატალონიურ გრანდს 2012 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ალბამ ბარსას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 458-ჯერ მოირგო, 27 გოლი გაიტანა და 99 საგოლე გადაცემა შეასრულა.

34 წლის უკანახაზელმა „ბარსელონაში“ თამაშის დროს 6 ლა ლიგა, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 უეფა-ს სუპერ თასი, 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 4 ესპანეთის სუპერ თასი და 5 კოპა დელ რეი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხომ იცით, რომ სიკვდილი გავითამაშე?!“ - დიეგო მარადონას ფეისბუქ ანგარიში გატეხეს
„ხომ იცით, რომ სიკვდილი გავითამაშე?!“ - დიეგო მარადონას ფეისბუქ ანგარიში გატეხეს