სტივ კინი
Aa
Aa

„ასეთი კლუბი სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში არ უნდა იყოს“ - სტივ კინი Sky Sports-ს ესაუბრა

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა Sky Sports-ს ინტერვიუ მისცა. ბრიტანელმა სპეციალისტმა ქართულ კლუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მიზანი იმ ადგილის დაბრუნებაა, რომელსაც „ტორპედო“ იმსახურებს.

„გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენი მიზანი მაღალი ადგილებისთვის სტაბილურად ბრძოლაა. კარგი აკადემია გვაქვს, შეგვიძლია, ახალგაზრდა ფეხბურთელები ძირითად გუნდში დავაწინაუროთ და დავიბრუნოთ ადგილი, რომელსაც ვიმსახურებთ.

ასეთი დონის კლუბი სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში არ უნდა იყოს და ყოველ წელს, ტიტულისთვის უნდა იბრძოდეს. მოკლევადიან პერსპექტივას რაც შეეხება, ჩვენი მიზანი მდგომარეობის რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორებაა. დინამო თბილისთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. მცირე საკადრო პრობლემები გვაქვს, თუმცა ტრავმების დროს შანსები ჩნდება და იმედია, ვითარებას მალე გამოვასწორებთ.

ტორპედო დიდი კლუბია, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს და გვინდა, დინამო თბილისს კონკურენცია გავუწიოთ. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ახალი სტადიონი გვაქვს, სადაც ინგლისის 21-წლამდე ნაკრებიც ითამაშებს და გულშემატკივრები მხარს გვიჭერენ".

შეგახსენებთ, რომ კინს პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი ხელმძღვანელობით „ბლექბერნმა“ 59 მატჩიდან 13 მოიგო, 14 ფრედ დაასრულა, 32 შეხვედრაში დამარცხდა. 2010-11 წლების სეზონის პრემიერ ლიგაში „ბლექბერნი“ 43 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა, 2011-12 წლების სეზონში პრემიერ ლიგიდან გავარდა. კინმა „ბლექბერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 2012 წლის სექტემბერში დატოვა, როცა საკუთარ მოედანზე „მიდლსბროსთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაიო ვალეკანოსთან ითამაშებს - ვინისიუსს წითელი ბარათი გაუუქმეს
რაიო ვალეკანოსთან ითამაშებს - ვინისიუსს წითელი ბარათი გაუუქმეს