გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

საუკეთესოები ევროპაში | ESPN-მა მამარდაშვილი გამოარჩია

ESPN-მა, გასულ უქმეებზე, ევროპის წამყვანი ჩემპიონატების ეგიდით გამართული მატჩები შეაფასა და სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ საუკეთესო თერთმეტეულში ქართველ ფეხბურთელსაც ვხედავთ და ESPN-მა გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.

„ვალენსია გასავარდნ ზონას მოშორდა და ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, მე-18 ადგილზე მყოფ ხეტაფეზე 5-ით მეტი ქულა აქვს. ღამურებს უმაღლეს დივიზიონში დარჩენა პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ და ეს რეალთან 1:0 მოგებული მატჩის დამსახურებაა.

ვალენსიამ სამეფო კლუბს დიეგო ლოპესის მიერ გატანილი გოლითა და გიორგი მამარდაშვილის წყალობით მოუგო, რომელმაც ფედე ვალვერდეს, ტონი კროოსისა და კარიმ ბენზემას წინააღმდეგ გაიბრწყინა. ვალვერდეს ეპიზოდში, მარცხენა ხელით მან საოცარი სეივი მიითვალა“, - წერს ESPN-ი.

გეტყვით იმასაც, რომ მამარდაშვილის გარდა, ცნობილმა გამოცემამ იერი მინა (ევერტონი), ხოსე მარია ხიმენესი (ატლეტიკო), სებასტიანო ლუპერტო (ემპოლი), ტეო ბონგონდა (კადისი), კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი), სერხი დარდერი (ესპანიოლი), ბრაჰიმ დიასი (მილანი), ლაზარო ვინისიუსი (ალმერია), სებასტიან ალე (დორტმუნდი) და ხულიან ალვერსი (მანჩესტერ სიტი) გამოარჩია.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაიო ვალეკანოსთან ითამაშებს - ვინისიუსს წითელი ბარათი გაუუქმეს
რაიო ვალეკანოსთან ითამაშებს - ვინისიუსს წითელი ბარათი გაუუქმეს