რეალი, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ლა ლიგამ ვიდეო მიუძღვნა - მამარდა ტურის საუკეთესო მეკარე გახდა

ლა ლიგის გასულ ტურში „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალი“ 1:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი უდიდესი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა, რომელმაც 5 ბურთი მოიგერია, მათ შორის 3 ძალიან რთული.

ქართველმა მეკარემ ფედე ვალვერდეს, ტონი კროოსს და კარიმ ბენზემას აჯობა. ასეთი კარგი თამაში გიორგის დაუფასდა და ტურის საუკეთესო მეკარე გახდა. ლა ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კი მას ვიდეოც მიუძღვნა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „მამარდა“ ტურის საუკეთესო მეკარედ მესამედ დასახელდა. ეს ერთიც მეტია გასული სეზონის შედეგზე. პირველად ეს მეოცე ტურში „ჟირონასთან“ მატჩის შემდეგ მოხდა, ხოლო მეორედ წინა ტურში „სელტასთან“.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის „ვალენსიას“ 40 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე აღზევდა. დიდი ალბათობით „ღამურები“ ლა ლიგიდან აღარ გავარდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტებასი: “რონალდუს ჰომოფობიურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ვინისიუსს რასისტულს“
ტებასი: “რონალდუს ჰომოფობიურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ვინისიუსს რასისტულს“