რუნის შემდეგ პირველად - ჰარი კეინის მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე
გუშინ გამართულ შეხვედრაში, სადაც "ტოტენჰემმა" "დორტმუნდს" 3-1 სძლია, ჰარი კეინმა დუბლი გაიფორმა და მნიშვნელოვანი სტატისტიკა დააფიქსირა.
უეინ რუნის შემდეგ, კეინი გახდა პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.
შეგახსენებთ, რომ რუნიმ ეს შედეგი 2010 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით დააფიქსირა.