კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ანჩელოტი: ეს არ უნდა ხდებოდეს! ასეთ დროს მატჩები უნდა შეწყდეს

ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსიამ“ „მესტალიაზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში, გიორგი მამარდაშვილის საოცარი თამაშის წყალობით 1:0 დაამარცხა და გასავარდნ ზონას 5 ქულით მოშორდა.

მატჩში განსაკუთრებით გამორჩეული და არასასიამოვნო მომენტი ტრიბუნებიდან ვინისიუსის მხრიდან რასისტული შეძახილები და მინდორზე არსებული დაძაბული ატმოსფერო იყო.

კარლო ანჩელოტიმ შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე მატჩზე საუბარი არ ისურვა და მთელი დრო ვინისიუსზე საუბარს დაუთმო:

„გსურთ ფეხბურთზე ვისაუბროთ? ეს არ მოხდება!

მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც მოხდა სტადიონზე. მგონი ეს უფრო მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა ხდებოდეს.

მწვრთნელმა არ უნდა იფიქროს მოედნიდან მოთამაშის გაყვანაზე, რადგან მას ტრიბუნები უყვირიან. ვინისიუსს არ სურდა თამაშის გაგრძელება, მაგრამ მე ვუთხარი, რომ არ ვფიქრობდი, მოედნიდან მისი გასვლა სამართლიანი არ იქნებოდა, რადგან ის არ იყო დამნაშავე - ის იყო მსხვერპლი. და ის დარჩა. შემდეგ კი გაუგებარი წითელი ბარათი მიიღო, თუმცა აგრესია არ გამოუჩენია.

ჩვენ პრობლემა გვაქვს. ჩემთან არა - ვფიქრობ, ვინისიუსი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია მსოფლიოში. პრობლემა ლა ლიგაშია, რადგან რასისტული ინციდენტების გამო მატჩები უნდა შეწყდეს. ტრიბუნები მოთამაშეს შეურაცხყოფენ და მატჩი უნდა შეწყდეს. იმავეს ვიტყოდი, 3-0 რომ მოგვეგო, რადგან სხვა გზა არ არის.

ამის შესახებ არბიტრს ვუთხარი და მან მიპასუხა, რომ არის გარკვეული ოქმი, რომლის შესახებაც წინასწარ უნდა იქნას გაფრთხილება დაფიქსირებული. მაგრამ რაზე უნდა გავაფრთხილო? ვინისიუსს პირველივე წუთიდან შეურაცხყოფა მიაყენეს. ის ძალიან გაბრაზებულია. ეს არ უნდა ხდებოდეს“,

- განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრავო გიორგის, გამარჯვებას მას უნდა ვუმადლოდეთ“ - ჯასტინ კლუივერტი
„ბრავო გიორგის, გამარჯვებას მას უნდა ვუმადლოდეთ“ - ჯასტინ კლუივერტი