გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„წვეულების მთავარი გმირი!“ - ესპანური მედია მამარდას თამაშს აფასებს

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში, „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 115-წუთიან ტრილერში მინიმალურის სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ 5 სეივი შემოგვთავაზა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი მეკარის თამაში გავლენიანმა ესპანურმა სააგენტოებმა შეაფასეს:

Marca - მამარდაშვილი ბოლო წუთების გმირი იყო. „ვალენსიას“ მტანჯველ წუთებში გმირად მოევლინა და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. მათ სწორედ მეკარის სასწაული სეივებით მოიგეს, განსაკუთრებით გამორჩეული კი ფედე ვალვერდეს წინააღმდეგ შესრულებული სეივი იყო.

AS - მან „ვალენსია“ კიდევ ერთხელ გადაარჩინა, როდესაც ფედე ვალვერდესთან შესანიშნავი ბურთი მოიგერია, შემდეგ კი ბენზემას აუღო. ქართველის წყალობით, „ვალენსიას“ კარი ძალიან უსაფრთხოა. დღევანდელი წვეულების გმირია!

Sport.es - ვალენსიელთა ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „რეალის“ წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლა გამართა, რამაც მის გუნდს საშუალება მისცა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოეპოვებინა და გასავარდნი ზონისთვის თავი დაეღწია.

Eldesmarque – „ვალენსიამ“ დიეგო ლოპესის გოლით მოიგო, თუმცა მთავარი გმირი გიორგი მამარდაშვილია, რომელმაც სეივების კორიანტელი შემოგვთავაზა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ქართველმა მეკარემ იმედები გაუცრუა როდრიგოს, ბენზემას, ტონი კროოსსა და ფედე ვალვერდეს. უბრალოდ, ისიამოვნეთ მამარდაშვილის შესანიშნავი თამაშით, რომლითაც შესაძლოა „ვალენსიას“ ლა ლიგაში დარჩენაც გაუნაღდა.

შეგახსენებთ, რომ 35 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-13 ადგილზე აღზევდა და გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდა. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 25 მაისს, სტუმრად „მალიორკასთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრავო გიორგის, გამარჯვებას მას უნდა ვუმადლოდეთ“ - ჯასტინ კლუივერტი
„ბრავო გიორგის, გამარჯვებას მას უნდა ვუმადლოდეთ“ - ჯასტინ კლუივერტი