სტივ კინი
Aa
Aa

სტივ კინი: „ქართულ ფეხბურთს, ეროვნულ ლიგასა და კლუბს უცხო თვალით შევხედავ“

ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ ახალი მთავარი მწვრთნელი სტივ კინი გუნდს და მედიას წარუდგინა. 55 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და საქართველოში ჩამოსვლის განმაპირობებელი მიზეზი დაასახელა.

„მოლაპარაკების დროს გადამწყვეტი იყო ის ფაქტორი, რომ გუნდის განვითარებაზეა ლაპარაკი, მე კი მსურს, „ტორპედოს“ დავეხმარო. პირველივე შეხვედრის შემდეგ თამაშის გამოსწორებას შევუდგებით და შევეცდები, ჩემი გამოცდილება გამოვიყენო, რომ კლუბი უკეთესი გახდეს. გუნდი ეტაპობრივად უნდა განვითარდეს.

რა თქმა უნდა, ქართულ ფეხბურთს არ ვიცნობდი. თუმცა ვიცნობ შოთა არველაძეს, ზურა ხიზანიშვილს, ახლა კი ხვიჩა კვარაცხელია ყველამ გაიცნო. ჩემი პლუსი ისაა, რომ ქართულ ფეხბურთს, ეროვნულ ლიგასა და კლუბს უცხო თვალით შევხედავ. ასისტენტად შოტლანდიელი სპეციალისტი მყავს შერჩეული, სამწვრთნელო სტაფი სრულად ჯერ არ დამიკომპლექტებია, რადგან მსურს, ქართველ მწვრთნელებს გავეცნო და მათი შესაძლებლობები შევაფასო“.

შეგახსენებთ, რომ კინს პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი ხელმძღვანელობით „ბლექბერნმა“ 59 მატჩიდან 13 მოიგო, 14 ფრედ დაასრულა, 32 შეხვედრაში დამარცხდა. 2010-11 წლების სეზონის პრემიერ ლიგაში „ბლექბერნი“ 43 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა, 2011-12 წლების სეზონში პრემიერ ლიგიდან გავარდა. კინმა „ბლექბერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 2012 წლის სექტემბერში დატოვა, როცა საკუთარ მოედანზე „მიდლსბროსთან“ დამარცხდა.

მომზადებულია 1tv.ge-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა პირობებში თამაშობდა მიქაუტაძე - „დერეფანში შეიძლებოდა მკვდარი ვირთხა გეპოვათ“
რა პირობებში თამაშობდა მიქაუტაძე - „დერეფანში შეიძლებოდა მკვდარი ვირთხა გეპოვათ“