მარცხი შიმაუზუუმისთან - ტოჩინოშინმა ზედიზედ მეხუთედ წააგო
„ნაცუ ბაშოს“ მეხუთე საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, რომელიც ტურნირზე მე-5 ჯურიოს სტატუსით ასპარეზობს, მიმდინარე ბაშოზე დაუმარცხებელ მე-6 ჯურიო შიმაუზუუმის დაუპირისპირდა და იორიკირით დამარცხდა.
შევხედრის სტარტზე რიკისებს თანაბარი ტაჩიაი ჰქონდათ, თუმცა უპირატესობა მაინც ტოჩინოშინის მეტოქემ მოიპოვა და მიძალებაში უფრო ძლიერი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ქართველი სეკიტორი დოჰიოდან გადავიდა და ზედიზედ მე-5 მარცხი ჩაიწერა.
ლევან გორგაძეს გამარჯვება ამ დრომდე არ აქვს, კიდევ სამი მარცხის შემთხვევაში კი ტოჩინოშინი უარყოფით ბალანსს გაიფორმებს.