საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, დავით ნინიაშვილი, მერაბ შარიქაძე, რაგბის მსოფლიო თასი
Aa
Aa

2023 წლის მსოფლიო თასი: რას უნდა ველოდოთ ბორჯღალოსნებისგან?!

მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ცნობილი ფრანგული გამოცემა Rugbyrama ტურნირის მონაწილე გუნდების შესახებ წერს და ამჯერად, სააგენტოს ყურადღების ცენტრში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მოხვდა.

რა წერია სტატიაში:

ევროპული რაგბის განვითარებადი ერი. 2023 წლის მსოფლიო თასზე, საქართველო ალბათ ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობით წარდგება. სექტემბერში, ისინი ისტორიაში პირველად ეცდებიან სამი გამარჯვების მოპოვებას და 1/4 ფინალში გასვლას.

მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშამდე, 2022 წელს ქართველმა მორაგბეებმა თამასა სერიოზულად ასწიეს. ისინი ჯერ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ, შემდეგ კი 6 ერის გუნდები - იტალიისა და უელსის ნაკრებები დაამარცხეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაუმარცხებელი ქართველები ახლა გიგანტებს შეერკინებიან და ეცდებიან, რაგბიში განვითარებადი ერის სტატუსი დაამტკიცონ.

2023 წლის სექტემბერში, ამ მიზნის შესასრულებლად ბორჯღალოსნებს შეუძლიათ თავისი კაპიტნის, მერაბ შარიქაძის იმედი ჰქონდეთ. შარიქაძეს ნაკრებში 91 მატჩი აქვს ჩატარებული და შეტევაში, ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. ის თავისი ფიზიკური თვისებებითა და ბურთის კარგად ტარებით არის ცნობილი.

აპრილში მიღებული ტრავმის შემდეგ, დავით ნინიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალები რაც შეიძლება მალე უნდა აღიდგინოს. ის გასული წლის აღმოჩენაა, რომელიც „ლიონში“ თამაშობს და „ბორჯღალოსნების“ ფიზიკური ყალიბის გამოძახილია. ტრავმების გამო, სანახევროდ ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, ნინიაშვილს ისევ მოუწევს საერთაშორისო დონეზე თავისი თამასის აწევა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები C ჯგუფში იქნება. „ბორჯღალოსნები“ პირველ შეხვედრას ავსტრალიის ნაკრებთან გამართავენ. 23 სექტემბერს, ლევან მაისაშვილის გუნდი პორტუგალიას შეხვდება, 30 აპრილს ფიჯის, 7 ოქტომბერს კი უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2023 წლის მსოფლიო თასი - ნიკა ამაშუკელი ცენტრალურ მსაჯად
2023 წლის მსოფლიო თასი - ნიკა ამაშუკელი ცენტრალურ მსაჯად