ემილიანო სალა
Aa
Aa

კარდიფი ნანტისგან 110 მილიონ ევროს ითხოვს | მიზეზი ემილიანო სალას უკავშირდება

ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიფში მოასპარეზე „კარდიფი“ „ნანტისგან“ 110 მილიონ ევროს ითხოვს. L’Équipe-ის ინფორმაციით, უელსურმა კლუბმა სასამართლოს მიმართა და „ნანტისგან“ ემილიანო სალას გარდაცვალების გამო, კომპენსაციის მიღება მოითხოვა.

„კარდიფს“ ზარალის ანაზღაურება სურს, რომელიც სალას ტრაგედიის გამო მიიღო. კლუბის სარჩელში ნათქვამია, რომ სალას გარდაცვალებამ გავლენა „კარდიფის“ პრემიერ ლიგიდან გავარდნაზე იქონია. ამასთან, ინგლისში გადასვლის შემდეგ, არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება გაიზრდებოდა და უელსურმა კლუბმა დიდი თანხა დაკარგა, რომლის დაბრუნებასაც „ნანტისგან“ ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ „კარდიფმა“ სალა 2019 წლის იანვარში გაიფორმა და მის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი უნდა გადაეხადა, მაგრამ არგენტინელი ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა. უელსელთა მაშინდელი თავკაცის, ნილ უორნოკის თქმით, სალას ტრაგედია რომ არ მომხდარიყო, მისი გოლების დახმარებით, კლუბი პრემიერ ლიგიდან არ გავარდებოდა.

ცნობისთვის, თვითმფრინავი, რომლითაც ემილიანო სალა მგზავრობდა, 21 იანვარს გაუჩინარდა. არგენტინელი ფეხბურთელისა და პილოტის, დევიდ იბოტსონის პოვნას მაშველები ორი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ. ორკვირიანი, უწყვეტი ძებნის შემდეგ, ტრაგედია დადასტურდა - ლა მანშის სრუტეზე თვითმფრინავის ნაწილები და ფეხბურთელის ცხედარი იპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მის შემცვლელს ეძებენ | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ტოვებს
მის შემცვლელს ეძებენ | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ტოვებს