დაბრუნდა და ტრავმა მიიღო - პოგბას გამოკვლევები სჭირდება
სერია ა-ს გასულ ტურში „იუვენტუსმა“ „კრემონეზეს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. რა თქმა უნდა, გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ამის პარალელურად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა.
შეხვედრის 22-ე წუთზე პოლ პოგბამ ტრავმა მიიღო და ალეგრიმ მის ნაცვლად მინდორზე არკადიუშ მილიკი გამოუშვა. ფრანგმა ნახევარმცველმა მოედანი ცრემლებით დატოვა.
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სრულყოფილ გამოკვლევას დღეს გაივლის და ცნობილი გახდება მისი ტრავმის სიმძიმე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ტრავმა მიიღო და მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. ამის გამო მან მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა.
ტრავმის მიღებიდან გუშინ პირველად მოხვდა პოლი „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში და კიდევ ერთი დაზიანება მისთვის საკმაოდ ემოციური გამოდგა. ცნობისთვის, პოგბამ ევროპის ლიგის ნახევარფინალში „სევილიას“ წინააღმდეგ საგოლე გადაცემა მიითვალა.