მაურისიო პოჩეტინო
Aa
Aa

კონტრაქტი ამ კვირაში გაფორმდება | პოჩეტინო ჩელსის ჩაიბარებს

ლონდონის „ჩელსი“ მაურისიო პოჩეტინოსთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაასრულებს. გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის ხელშეკრულება ამ კვირაში დაიდება და არგენტინელი სპეციალისტი კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

რომანოს ცნობით, პოჩეტინო ლონდონში ჩავა, რათა ოფიციალურ დოკუმენტებს ხელი მოაწეროს. მისი კონტრაქტი სავარაუდოდ, 2026 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პოჩეტინო კლუბის მესვეურებთან სატრანსფერო გეგმებს განიხილავს და არგენტინელს შემადგენლობის გაძლიერება სურს.

რომანოს ინფორმაციით, პოჩეტინოს მოთხოვნა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის დამატება იქნება. ამასთან, მას მეკარის შეძენაც სურს, რადგან რამდენიმე დღის წინ, ედუარდ მენდიმ „ლურჯებს“ გაშვება მოსთხოვა. როგორც მოგეხსენებათ, „ჩელსის“ გიორგი მამარდაშვილს უკავშირებდნენ, თუმცა ბრიტანული პრესის მიხედვით, პოჩეტინოს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილების მქონე გოლკიპერის გაფორმება სურს.

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს „ესპანიოლში“, „საუთჰემპტონში“, „ტოტენჰემში“ და „პარი სენ-ჟერმენში“ უმუშავია. ლონდონელებთან ერთად, იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, პსჟ-ში კი გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და კრისტოფ გალტიემ ჩაანაცვლა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მეცის მეკარე მიქაუტაძეზე: „გუნდისთვის  მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“
    მეცის მეკარე მიქაუტაძეზე: „გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“