მარცხი იუვენტუსთან - კრემონეზე გავარდნასთან ერთ ნაბიჯშია
იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ ტურინის „იუვენტუსს“ ესტუმრა და უშანსოდ, 2:0 დამარცხდა.
ქართველი მცველი კრემონელთა სასტარტო თერთმეტეულში იყო და ბალარდინიმ 70-ე წუთზე, მაშინ შეცვალა, როცა მისი გუნდი 1:0 მარცხდებოდა.
ტურინელებმა ანგარიში 55-ე წუთზე გახსნეს. ლოჩოშვილის გუნდის კარში გოლი ფაჯიოლიმ გაიტანა. 79-ე წუთზე კი „იუვენტუსმა“ სტუმართა კარში მეორე გოლი შეაგდო და დაგეგმილი სამი ქულაც მოიპოვა.
ამ მარცხის შემდეგ, „კრემონეზე“ ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. ლოჩოშვილის გუნდმა სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილი სამივე თამაში უნდა მოიგოს იმ პირობით, თუ მისი კონკურენტები, „ვერონა“ და „სპეცია“ ყველა თამაშს წააგებენ. კრემონელებს სატურნირო ცხრილში 24 ქულა აქვთ და მე-19 ადგილზე იმყოფებიან, მათ წინ მყოფ „ვერონას“ და „სპეციას“ კი 30-30 ქულა აქვთ.
იუვენტუსი 2:0 კრემონეზე
დავიდე ბალარდინის გუნდი მომდევნო მატჩს 20 მაისს, საკუთარ მოედანზე „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა საქართველოს დროით 17:00 საათზე ჩატარდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს