ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, სოფიო სომხიშვილი, ეთერ ასკილაშვილი
Aa
Aa

მონღოლეთი დამარცხებულია - ქართველი ქალი ძიუდოისტების ბრწყინვალე გამოსვლა

ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდური პირველობით დასრულდება. პირველ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მონღოლეთი 4:2 დაამარცხა. 

საქართველოს ნაკრების მხრიდან გამარჯვებები ლაშა ბექაურმა (90კგ), სოფიო სომხიშვილმა (+100), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ეთერ ასკილაშვილმა (63კგ) მოიპოვეს. ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100) შეხვედრები დათმეს. გადამწყვეტი დაპირისპირება ეთერ ასკილაშვილმა მოიგო და გამარჯვება საქართველოს დარჩა.

 

მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ბრაზილიას შეხვდება. 

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ გამოსვლებში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა. 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები