ლევან გორგაძე
Aa
Aa

ნაცუ ბაშო იწყება - ტოჩინოშინის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია

14 მაისს, ტოკიოში მდებარე „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში „ნაცუ ბაშო“ დაიწყება. დოჰიოზე ქართველ სუმოტორს, ლევან გორგაძესაც ვიხილავთ, რომლის პირველი მეტოქის ვინაობაც რამდენიმე საათის წინ გაირკვა.

ტოჩინოშინი „ნაცუ ბაშოზე“ ჯურიოს დივიზიონში იასპარეზებს და მე-5 ნომერი იქნება. მისი პირველი მეტოქე იმავე რანგის მქონე აკუა გახლავთ, რომელსაც ლევანი 4-ჯერ შეხვედრია და ბალანსი 2-2-ზეა. მათი ბოლო დაპირისპირება 2023 წლის მარტში გაიმართა და აკუამ ოშიდაშის ილეთით იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა გასული ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა და ჯურიოს დივიზიონის მე-5 ნომრამდე ჩამოქვეითდა. გორგაძე გასულ ბაშოზე ჯურიოს მე-2 ნომერი იყო და სუპერ ტურნირი 5 მოგებითა და 10 წაგებით დაასრულა.

ცნობისთვის, მოახლოებული სუპერ ტურნირის წინ, ერთი იოკოძუნა გვყავს - ტერუნოფუჯი. ოძეკის წოდებით დოჰიოზე ტაკაკეიშოს ვიხილავთ. სეკივაკეს სტატუსით მაყურებლის წინაშე 4 სუმოტორი წარდგება: კირიბაიამა, ჰოშორიუ, დაიეიშო, ვაკამოტოჰარუ, კომუსუბის წოდებით კი კოტონოვაკა, ვაკატაკაკაგე და შოდაი გამოვლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სულამანიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა
სულამანიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა