ქართული დუეტის ოთხი მედალი - სუმოისტების წარმატება მსოფლიო თასზე
Aa
Aa

ქართული დუეტის ოთხი მედალი - სუმოისტების წარმატება მსოფლიო თასზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული მსოფლიოს თასის პრესტიჟული ტურნირი სახელწოდებით Consulate`s Cup-ი ქართველი სუმოისტებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ისინი ტურნირზე დამაჯერებლად გამოვიდნენ, სანახაობრივი ბრძოლები აჩვენეს და გათამაშება ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა +115 კილოგრამი წონითი კატეგორია, სადაც ფინალში ქართველი სუმოისტები დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში ბადრი ხატისკაცმა ლაშა ჯელაძეს მოუგო. ეს უკანასკნელი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მაინც ავიდა და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ამერიკელი მეტოქის დამარცხებით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, მას ბადრი ხატისკაცი სწორედ იმ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში დაეუფლა, სადაც ლაშა ჯელაძე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლის დამარცხებით ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველმა სუმოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 16 მედალი მოიპოვეს
ქართველმა სუმოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 16 მედალი მოიპოვეს