6 მედალი კონტინენტის პირველობაზე - საქართველო ევროპის ვიცე-ჩემპიონია
შოტლანდიის ქალაქ სტირლინგში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველი სუმოისტებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა 6 მედლით დაასრულეს, საიდანაც 1 უმაღლესი სინჯის იყო, 2 ვერცხლის, 3 კი ბრინჯაოსი.
საუკეთესო შედეგი ზურაბ წიქორაძემ (+115 კგ) აჩვენა, რომელიც თავის წონაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი, ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ვერცხლის მედალი მოიპოვა ასევე საბა გამთენაძემ (-115 კგ), ხოლო ბადრი ხატისკაცმა აბსოლუტურ წონით კატეგორიებში ჩვენი ქვეყნის დელეგაციას ბრინჯაოს მედლები მოუტანა. კიდევ ერთი ქართველი სუმოისტი, რომელიც მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა, 77 კილოგრამში მოასპარეზე ლუკა ბერიძე გახლდათ.
ცნობისათვის, საქართველოს სუმოისტთა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც ბადრი ხატისკაცი, საბა გამთენაძე, ზურაბ წიქორაძე და დავით აქუბარდია ჭიდაობდნენ, გუნდურ შეჯიბრებაშიც იასპარეზა, ფინალში უკრაინელებთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.