ევროპის ჩემპიონატი საქართველოში - ჰაკუჰოს ნაყოფიერი ვიზიტი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი საქართველოში - ჰაკუჰოს ნაყოფიერი ვიზიტი

2027 წელს სუმოს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს და ლეგენდარულმა მონღოლმა ვეტერანმა სუმოისტმა ჰაკუჰომ, რომელიც სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ კონგრესზე აირჩიეს, თბილისში ყოფნისას გააჟღერა.

მონღოლი იოკუძუნა სამუშაო ვიზიტით საქართველოს სუმოს ფედერაციის ხელმძღვანელების პარალელურად, საქართველოს სპორტის მინისტრს შალვა გოგოლაძესა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ერთი წლის შემდგომ გასამართ კონტინენტის პირველობაზე და იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ასევე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ მსგავსი დონის ტურნირის ჩატარება საქართველოში სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ჰაკუჰო ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სუმოისტია, რომელმაც კარიერა 2001 წელს დაიწყო, 2007 წელს იოკუძუნა გახდა და კარიერის განმავლობაში იმპერატორის თასი 45-ჯერ მოიგო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კონტინენტის პირველობა საქართველოში - ქართული ძალოსნობის ევროპული აღიარება
    კონტინენტის პირველობა საქართველოში - ქართული ძალოსნობის ევროპული აღიარება