ირაკლი ეგოიანი, ტვენტე
Aa
Aa

კარგი ამბავი: ტვენტემ ეგოიანთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა

ნიდერლანდური Tubantia-ს ცნობით, 19 წლის ირაკლი ეგოიანი, რომელსაც საქართველოს 16 და 18 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ენსხედეს „ტვენტესთან“ პროფესიულ კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნული გამოცემა აღნიშნავს, რომ 19 წლის ნახევარმცველი კონტრაქტით დაჯილდოვდა.

გასული ზაფხულიდან მოყოლებული ეგოიანი „ტვენტეს“ პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობდა. ასევე, „ტვენტეს“ პირველ გუნდში ამხანაგურ შეხვედრებს ატარებდა. მთავარმა მწვრთნელმა რონ იანსმა და კლუბის ხელმძღვანელებმა მასთან პროფესიული კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს. ეგოიანის მსგავსად პროფესიული კონტრაქტები მეორე გუნდის კიდევ ორ მოთამაშესთან გაფორმდება.

მიმდინარე სეზონის ერედივიზიეში ირაკლი ეგოიანი „ტვენტეს“ სამატჩო განაცხადში ოთხჯერ მოხვდა, თუმცა ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი 2004 წლის 19 მარტს თბილისში დაიბადა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 4 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა და მას შემდეგ ნიდერლანდებში ცხოვრობს, „ტვენტეში“ გადასვლამდე „აიაქსის“ აკადემიის მოთამაშე იყო. მიმდინარე წელის მარტში „ტვენტეს“ დამკვირვებელმა, ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა ტენ ვორდე ეგოიანთან დაკავშირებით შემდეგი რამ თქვა:

„ირაკლიმ პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა. მისი ამბავი განსაკუთრებულია. ის საქართველოდან ჩამოვიდა და თავშესაფარში ცხოვრობდა, შემდეგ კი მისი ოჯახი ამერსფორტში გადავიდა“.

ასევე გეტყვით, რომ 2022 წელს ირაკლი ეგოიანმა საქართველოს 18-წლამდე ნაკრებში 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ლაშა ფირცხალაიშვილმა პორტუგალიასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ათამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი პრემიერ ლიგიდან | კლუბები, რომლებიც მამარდას აქტიურად აკვირდებიან
ინტერესი პრემიერ ლიგიდან | კლუბები, რომლებიც მამარდას აქტიურად აკვირდებიან