ომალი: „ქურთუკს საშინელი სუნი ასდიოდა, მერაბი სეხუდოსთან წააგებს“
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ამერიკელ მებრძოლს The Schmo ესტუმრა და ომალიმ საკუთარ ქურთუკზე და ჰენრი სეხუდოსა და „მანქანის“ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.
„ქურთუკისთვის ხელი ჯერ არ მომიკიდებია. ცუდი სუნი ასდიოდა და მომიწევს, ქიმწმენდა ჩავუტარო. ალბათ, მერაბს ტანსაცმლის ტილიც ჰყავს... მისი და სეხუდოს ბრძოლას რაც შეეხება, ვფიქრობ ჰენრის მისი დამარცხება შეუძლია. სეხუდო უფრო უნივერსალური მებრძოლია და ცუდად არც ალჯოს წინააღმდეგ გამოიყურებოდა. სეხუდო კონკურენტუნარიანი ბიჭია, საკუთარი თავი არ დაუკარგავს და ვფიქრობ, მერაბის დამარცხება შეუძლია“.
შეგახსენებთ, რომ UFC 288-ზე, ალჯამეინ სტერლინგმა ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ომალი ოქტაგონზე შევიდა, რათა ჩემპიონი გამოეწვია. სტერლინგის გვერდით „მანქანა“ იდგა, რომელმაც ომალის ქურთუკი მოჰპარა და მაყურებელი გაახალისა.
ცნობისთვის, ომალის კარიერაში 18 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა. ამერიკელი ერთადერთხელ დამარცხდა და 2020 წლის 16 აგვისტოს მარლონ ვერასთან წააგო.